"კიდევ ერთი ქვეყნის გადახაზვა მომიწევს ჩემს რუკაზე" - კანდელაკს კანადამ ქმარი დაუსანქცირა

გამოქვეყნდა:

თინა კანდელაკის ქმარი კანადამ დაასანქცირა. ფაქტს თავად პუტინის რუპორი ტელეგრამ არხში ეხმაურება და წერს: 

"კანადის ხელისუფლებამ ჩემი ქმარი შეიყვანა სანქციების ახალ სიაში და იმის გამო, რომ მის გარეშე არ ვისვენებ, ჩემი პერსპექტივები შეუძლებლამდე დავიწროვდა.

ახლა ხომ ვეღარ ჩავფრენილვარ კერძო თვითმფრინავით კვებეკში, ჩემს შალეში. ვეღარ შემივლია იქ ჩემი პირადი, 6-მეტრიანი მაიბახით და ვეღარ დამინახავს, როგორ გვესალმებიან კანადელი მოსამსახურეები მე და ჩემს ქმარს.

რას ვიზამთ, კიდევ ერთი ქვეყნის გადახაზვა მომიწევს ჩემს რუკაზე. გაუმარჯოს სოჭს, ყირიმსა და სევასტოპოლს!” წერს კანდელაკი.

კანდელაკის ქმარი ვასილი ბროვკო,  “როსტეხის” სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელია. “როსტეხი” ქვეყნის უმსხვილესი კომპანიაა თავდაცვის სექტორში.

კანადამ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის 27 რეგიონის გუბერნატორსა და მათი ოჯახის წევრებს.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კანადამ ამ დრომდე 1 500 რუსი დაასანქცირა, მათ შორის მათი პრეზიდნტი პუტინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი