
ქართველი მებრძოლების როლი რუსეთ-უკრაინის ომში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ფაქტები, რომლებიც მხოლოდ ახლა საჯაროვდება, აჩვენებს, რომ უკრაინელებისთვის ქართველები პირველი თანამებრძოლები არიან.
აზოვსტალის დაცვის ორგანიზება, ქართული ბატალიონები ბრძოლის ველზე, ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელებს ამზადებენ - ამ გახმაურებულ ისტორიებს ახალი, რეალური ლეგენდები ემატება. მ
ათ შორის ისტორია ქართველ მებრძოლზე, რომელმაც უკრაინელებთან ერთად დააბრუნა უკრაინის დროშა კუნძულ ზმეინზე და არანაკლებ შთამბეჭდავი ისტორია ახალ ქართულ ბატალიონზე, რომელსაც თავზეხელაღებული სიმამაცის გამო შერეკილები შეარქვეს.
სულ უკრაინაში ამ დროისთვის 3 ათასამდე ქართველი იბრძვის და ჩვენ ვცდილობთ ყველა მათგანის განსაკუთრებული გმირობის შესახებ გიამბოთ.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი