
რუსეთში მომხდარ ავარიას, რა დროსაც მიკროავტობუსი ორ სატვირთოს შორის მოჰყვა, ქართველი მამაკაცი, სენაკელი თემურ ყურაშვილი ემსხვერპლა.
ცნობილი ხდება, რომ ყურაშვილი რუსეთში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კი მიკროავტობუსში იმყოფებოდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ოჯახი ახლა მისი სამშობლოში ჩამოსვენების დეტალებს არკვევს.
ცნობისთვის, 21 აგვისტოს მომხდარ ავარიას სულ მცირე 16 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: