რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 45 850 ჯარისკაცი დაკარგეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 45 850;
  • ტანკი - 1 929;
  • ჯავშანტექნიკა - 4 245;
  • საარტილერიო სისტემა - 1 037;
  • სარაკეტო სისტემა - 272;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 148;
  • თვითმფრინავები - 234;
  • ვერტმფრენი - 202;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 828;
  • საკრუიზო რაკეტები - 196;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 160;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 99.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი