რუსეთის სამხედრო აგრესიას 376 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 733-ზე მეტი - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 376 ბავშვია დაღუპული, 733-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 388, ხარკოვის ოლქში - 202, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ნიკოლაევის ოლქში - 67, ლუგანსკის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 41.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი