
თინეიჯერი მფრინავი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მარტო შემოუფრინა მთელ მსოფლიოში პატარა თვითმფრინავით. 17 წლის მაკ რეზერფორდი , 52 ქვეყანაში ხუთთვიანი მოგზაურობის შედეგ, სოფიაში, ბულგარეთში დაეშვა.
"მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ. იმუშავეთ ბევრი და წინ იარეთ მიზნების მისაღწევად", - თქვა მან.
17 წლის ბიჭს ბრიტანელი მშობლები ჰყავს, თუმცა ბელგიაში გაიზარდა. ის ბულგარეთის დედაქალაქიდან 23 მარტს გაემგზავრა, მოგზაურობისას ქვიშის ქარიშხალი შეხვდა სუდანში და ღამის გათენება მოუწია წყნარი ოკინის დაუსახლებელ კუნძულზე, გამოიარა დუბაის ექსტრემალური სიცხე.
მისი უფროსი და ზარა ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც მარტო იფრინა მსოფლიოს გარშემო.
17 წლის ბიჭმა დაამყარა გინესის ორი რეკორდი - გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მარტო შემოიფრინდა მსოფლიოს გარშემო, ასევე ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც დედამიწის გარშემო ნავიგაცია მოახდინა მიკრომსუბუქი თვითმფრინავით.
სოლო ფრენის წინა რეკორდსმენი იყო ბრიტანელი მფრინავი ტრევის ლადლოუ, რომელიც 18 წლისა და 150 დღის იყო, როდესაც შარშან მოგზაურობა დაასრულა.