
40 მეტრიანი იახტა, რომელიც იტალიის სანაპიროსთან რამდენიმე დღის წინ ჩაიძირა, რუს ოლიგარქს გენადი აივაზიანს ეკუთვნოდა. 50 მილიონიანი იახტის ეკიპაჟმა განგაში გამოაცხადა, რომ ბორტზე წყალი იყო შესული, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია მოხდა, ხოლო იახტის გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც დაღუპულა.
აივაზიანი ქვანახშირის მსოფლიო ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელია. მისი პირადი ქონება 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული