
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, იური იგნატის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 2 საბრძოლო შვეულმფრენი და 6 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
მისი თქმით, ქვეყნის საზღვრებთან ამ დროისთვის მტრის 400-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავია.
გარდა ამისა, ოკუპანტებს მობილიზებული ჰყავთ 360 ვერტმფრენი, საიდანაც 150-ზე მეტი თავდასხმისთვისაა განკუთვნილი.
იგნატმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში მტერი ძირითადად SU-22M3 ტიპის ბომბდამშენებს იყენებს, რომლებიც KH-22 რაკეტებით არის აღჭურვილი.
"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მოწინააღმდეგის ორი საბრძოლო შვეულმფრენის ჩამოგდება. ასევე, განადგურდა 6 უპილოტო საფრენი აპარატი", - თქვა იური იგნატმა.