დროებით ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტმა ალსან ბჟანიამ, კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სალავიოვის გადაცემაში ისაუბრა.
ბჟანიას თქმით, რუსეთის საკავშირო სახელმწიფოთა რიგებში აფხაზეთის გაწევრიანება აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებაზეც ისაუბრა და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობა დადო.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმება რუსეთისა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის ეკონომიკურ, სამხედრო და სოციალური პარტნიორობის განმტკიცებას ითვალისწინებს.