"გთხოვთ, გაგვათავისუფლეთ რუსი ტერორისტებისგან" | ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლები ზელენსკის მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"გთხოვთ, გაგვათავისუფლეთ რუსი ტერორისტებისგან" - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ.

სპეციალური ვიდეო მიმართვა უკრაინულ მედიაში დღეს გავრცელდა. ადგილობრივები ვიდეოში ამბობენ, რომ ვითარება უმძიმესია, რადგან რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ესხმიან თავს ქალაქს, რაც არა მხოლოდ მათ, არამედ ევროპის კონტინენტსაც საფრთხეს უქმნის. მათი განმარტებით, თუ რუსეთის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას განახორციელებს, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კონტინენტი უდიდესი რადაციული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. 

სადგურის თანამშრომლები ითხოვენ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს ღონისძიებები, რომლითაც დაუყოვნებლივ მოხდება ქალაქ ენერგოდარის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათავისუფლება.

"პატივცემულო უკრაინის პრეზიდენტო, უკრაინის შეიარაღებულო ძალებო, ჩვენ, ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებნი, სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფნი მოგმართავთ თქვენ და დახმარებას გთხოვთ. დღეს ჩვენ ამ ქალაქის მცხოვრებნი, ატომური ელექტროსადგურის ყველა თანამშრომელი რუსი სამხედროების ტყვეობაში ვართ. მათ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მთელ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფით ემუქრებიან. ოკუპანტებს ჩვენ და ჩვენი შვილები ვყავართ აფარებული ცოცხალ ფარად და ენეროგადარის მიწაზე გენოციდს აწყობენ. 

რაშისტები კადიროველებთან და კოლაბორაციონისტებთან ერთად იჭრებიან ჩვენს სახლებში, ჩვენს ბინებში, მაროდიორობენ, ძარცვავენ ვითომ უკრაინელ ნაციონალისტებს, მებრძოლებსა და დონბასის ომის მონაწილეებს ეძებენ", - ამბობენ ელექტროსადგურის თანამშრომლები ვიდეო მიმართვაში.

კიდევ ერთი მიმართვა ქალაქის მერმა, დიმიტრი ორლოვმაც გაავრცელა და თქვა, რომ ენერგოდარი ფაქტობრივად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. 

ცნობისთვის, რუსული სამხედრო ტექნიკა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-5 ენერგობლოკიდან 60 მეტრშია განლაგებული. საგანგებო ინფორმაცია ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი