"ნორვეგიამ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში რუსეთს გადაუსწრო" | Reuters

გამოქვეყნდა:

ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერია, ბოლო მონაცემებით ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრის ტიერე ასლანდის თქმით, ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს. 

"ველოდებით, რომ შევძლებთ წარმოების არსებულ დონეზე შენარჩუნებას 2030 წლამდე“, - თქვა ასლანდმა.

მაისში გაკეთებული ოფიციალური პროგნოზების თანახმად ნორვეგია ბუნებრივი აირის მოპოვების 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი, რამაც შესაძლოა 5 წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს.

როგორც მედია წერს, ქვეყანამ რუსეთს ბუნებირივ აირის მიწოდებაში მას შემდეგ გადაუსწრო, რაც რუსეთმა სანქციების საპასუხოდ გაზის ექსპორტი შეამცირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი