გაეროს ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ცენტრ "ემპათიას" მოწვევით უნდა ჩაერთოს, თბილისში 29 აგვისტოს ჩამოვა, თუმცა მას ჯერ ისევ არ აქვს პასუხი, აღიარა თუ არა მისი სამუშაო ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტრომ.
ზოგადად ცენტრ "ემპათიაში" ამბობენ, რომ რეგულირების სააგენტო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.
ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს 5 აგვისტოს და ასევე 10 აგვისტოს 5 ექსპერტისათვის დროებითი ლიცენზიის მინიჭების თაობაზე. და სამწუხაროდ, დღემდე მათგან ვიღებთ არაადეკვატურ წერილებს დამატებითი მოთხოვნების თაობაზე. ცენტრმა ემპათიამ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ექსპერტთან დაკავშირებით და ამისდა მიუხედავად, ასევე სხვა ექსპერტებთან დაკავშირებით, თანდათანობით ვაწოდებთ ვინაიდან ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის გაუგებარია ბეჭდიანი ცნობების აღება სამსახურიდან და ასევე შრომის წიგნაკების წარმოდგენა, რაც საბჭოთა კავშირის გადმონაშთია და სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იმყოფება.
და მიუხედავად ამისა მე ვერ მოვახერხე კომუნიკაცია ადეკვატური ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთან. რაც შეეხება გაეროს ექსპერტს, მინდა გითხრათ, რომ 29-ში ის აქ იქნება და ჩვენ განვახორციელებთ ვიზიტს კლინიკა ვივამედში და მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, ხელს ნუ გვიშლის სასამართლო ექსპერტიზის მსვლელობისას და კეთილი ინებოს და ხვალვე გასცეს სასამართლო ექსპერტისათვის დამადასტურებელი დოკუმენტი დროებითი ლიცენზიის აღიარების, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.