"ჩემს უკან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურია" - გონჩარენკო ნიკოპოლში, ელექტროსადგურიდან 7 კმ/ში ჩავიდა და რადიაციის დონე გაზომა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ნიკოპოლში ჩავიდა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან 7 კილომეტრში. დეპუტატმა ვიდეომიმართვა დნეპრის სანაპიროდან გაავრცელა და პუტინს მსოფლიოს ნომერ პირველი ბირთვული ტერორისტი უწოდა.

გონჩარენკომ ადგილზე რადიაციის დონე გაზომა. მისი თქმით, ამ ეტაპზე,  ის ნორმის ფარგლებშია.

 "მე ახლა დნეპრის პირას ვიმყოფები, ჩემს უკან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურია. ვხედავთ 6 ენერგობლოკს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უდიდესია ევროპაში და მესამე მსოფლიოში. ეს ასევე ისტორიაში პირველი სადგურია, რომელიც არის ოკუპირებული და პუტინი ნომერ პირველი ბირთვული ტერორისტია მსოფლიოში. მე ნიკოპოლში ვარ, ტერიტორიას რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, აქედან ატომურ ელექტროსადგურამდე 7 კმ-ია. ყოველ დილით, ოკუპანტები აჩვენებენ ხანძრებს და კვამლის დროს გამოჰყავთ სამხედრო ტექნიკა ატომური სადგურიდან. ისინი არიან მსოფლიოში პირველი ტერორისტები, რომლებმაც ატომური სადგურის ტერიტორია საკუთარ სამხედრო ბაზად აქციეს. ქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა, არ არის შუქი და წყალი საჭიროა ამ ტერიტორიის დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია" - ამბობს ალექსეი გონჩარენკო

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 4 მარტიდან აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს. ოკუპანტებმა არაერთხელ დაბომბეს სადგურის ტერიტორია, რამაც არაერთი ობიექტი დააზიანა  და ბირთვული კატასტროფის საფრთხე შექმნა. 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ, დაბომბვის შედეგად ქალაქი ენერგოდარი მთლიანად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა ენერგოდარის გარეუბანში ტყე დაწვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი