ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან - ენერგოატომი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების ქმედებების შედეგად, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან - ინფორმაციას ენერგოატომი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხანძრის გამო ელექტროსადგურთან კავშირი ორჯერ გაწყდა ბოლო, მეოთხე ხაზის საშუალებით.

რუსი ოკუპანტების მიერ, დღევანდელი დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი მთლიანად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. ენერგოდარის მერის, დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი