თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა.
„თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, - უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მოკლული ორი პირიც საქართველოს მოქალაქეა, აქედან ერთი ქალია.
„არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვინაობაც ამ დრომდე დაუდგენელია, სახლში, სადაც ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობდა, გაურკვეველი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მოქალაქე მოკლა. მოკლულთაგან ერთი ქალია“, - წერს თურქული მედია.
გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტაქსით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა.
მომხდარ ფაქტზე თურქეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.