
ფინეთში 3 ჟურნალისტი დაზვერვის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო გაასამართლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საუბარია ცნობილი ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის ჟურნალისტებზე, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებას ედავებიან.
აღნიშნული სტატია 2017 წელს გამოქვეყნდა, რომელშიც ფინეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფების ადგილმდებარეობა და მათი ამოცანები იყო განხილული.
პროკურატურა ჟურნალისტებისთვის პირობით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. თავად ჟურნალისტები კი დანაშაულს უარყოფენ.
ცნობისთვის, ფინეთში ჟურნალისტების გასამართლება უჩვეულოა, რადგან ის წლების განმავლობაში იყო პრესის თავისუფლების რეიტინგების მსოფლიო ლიდერი ქვეყანა. წელს კი ფინეთი, აღნიშნული სასამართლო პროცესის გამო, ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა.