
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვის ოლქზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაახლოებით 02:00 საათზე, მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალა ჩუგუევზე, დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი.
ამის შემდეგ, დაახლოებით 02:30 საათზე, აგრესორებმა ქალაქი დერგაჩი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სასწავლო დაწესებულება განადგურდა.
"სამწუხაროდ, დაახლოებით 50 წლის ქალი დაიღუპა, 59 წლის კაცი კი დაიჭრა", - თქვა სინეგუბოვმა.
მანვე განმარტა, რომ ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.