
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 377 ბავშვია დაღუპული, 733-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 388, ხარკოვის ოლქში - 202, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ნიკოლაევის ოლქში - 67, ლუგანსკის ოლქში - 61, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში - 42.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 329 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 290 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.