ბრიტანეთში, მფლობელისგან გაქცეული 18-ფუტიანი პითონი ერთ-ერთ სახლში შესვლას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთში, ჰემფშირი, ჩენდლერის ფორდში მაცხოვრებლები შოკში ჩავარდნენ მას შემდეგ, რაც დილით დაინახეს 18 ფუტიანი (5,5მ) პითონი, რომელიც სახლში შესვლას ცდილობდა.

ბირმული პითონი მიმდებარე საკუთრებიდან გაიქცა. მაცხოვრებლებმა დაინახეს, რომ ის კერძო სახლის სახურავიდან ზედა სართულის ფანჯარაში შესვლას ცდილობდა.

გველი სამაშაბათს დილით, 05:15 საათზე შენიშნეს. საბოლოოდ ის ერთ-ერთმა მეზობელმა, ლინდა ელმერმა იცნო, აიყვანა და მფლობელს დაუბრუნა.

"ყველა პანიკაში იყო. მე ავიყვანე - არავის სურდა დახმარება, ეს ძალიან რთული იყო, რადგან ის დიდი გველია. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენგანისთვის შოკი იყო. ბირმელები ძალიან მორჩილები არიან, ისინი მაინც არ არაინ აგრსიული გველები, მე თვითონ მყავდა, ამიტომ კომფორტულად ავიყვანე", - თქვა მან.

ცხოველთა მიმართ სისტიკი მოპყრობის პრევენციის სამეფო საზოგადოებამ (RSPCA) მანამდე მოუწოდა მფლობელებს, რომ გველები უსაფრთხოდ შეეკავებინათ ცხელ ამინდში, რადგან თბილი ტემპერატურა მათ ძალიან აქტიურებს ხდის, რის გამოც გაქცევის საფრთხეც იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი