ვაშინგტონის მიდგომა საქართველოსადმი პოლიტიკურად უარესობისკენ არის შეცვლილი - გია ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

ამერიკის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების ნაწილის შემცირების შესახებ ექსპერტებისთვის ძალიან მრავლისმთქმელი ფაქტია და მათი თქმით, გაფრთხილებების შემდეგ ვაშინგტონი სანქციების რეჟიმზე გადავიდა და ივანიშვილს უკვე პირდაპირ მითითებებს აძლევს. 

აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის  გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯების გადადგმას აპირებენ და მათ შემოაქვთ გარკვეული სანქციები, - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. 

მისი თქმით, პოლიტიკურად ვაშინგტონის მიდგომა საქართველოსადმი საგრძნობლად უარესობისკენ არის მიმართული.

ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ, რომ ფაქტიურად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები უკვე იყენებენ გარკვეულ ბერკეტებს, რომ აიძულონ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, რომ ჩაატარონ დემოკრატიული რეფორმები, იმისთვის რომ გაამყარონ დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში, - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური. 

ექსპერტ გიორგი რუხაძის თქმით, ეს ფაქტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთბებს საგრძნობლად გააუარესებს და ამით საქართველო დადგება ბოლივიისა და პაკისტანის მსგავსი ქვეყნების გვერდით. ის ამბობს, რომ ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით ანგრევს ამ ურთიერთობას.  

მსგავსი გადაწყვეტილება ამერიკის კონგრესმა მიიღო ეგვიპტის, პაკისტანის და კოლუმბიის შემთხვევებში, როდესაც ამ სახელმწიფოების დემოკრატიულ განვითარებაში ეჭვი შეიტანეს და ხმა მისცეს კონკრეტული სანქციების დაწესებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი