
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 26 აგვისტოს ქალაქი ლაჩინი დაიბრუნეს. ქალაქი მთიან ყარაბაღში მდებარეობს. ქალაქი და მისი მიმდებარე რეგიონი წარმოადგენს ლაჩინის სტრატეგიული დერეფანს, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
"აზერბაიჯანის არმია ახლა დგას ქალაქ ლაჩინში. სოფელი ზაბუხი და სუსი კონტროლის ქვეშაა. ამ მოვლენას ვულოცავ ლაჩინის ყველა მცხოვრებსა და აზებაიჯანის ხალხს", - ამბობს ალიევი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ისევ დაიძაბა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლიც.