გარდამტეხი მომენტი უკვე დაიწყო ომში, ამის მაგალითია რეგულარული აფეთქებები ყირიმში - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

გარდამტეხი მომენტი უკვე დაიწყო უკრაინის ომში. ამის მაგალითია ბოლოდროინდელი მოვლენები ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ, რეგულარული აფეთქებები - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა 24 აგვისტოს, უკრაინულ მედიასთან საუბარში.

"მათ გადაჭარბებულად შეაფასეს თავიანთი არმიის შესაძლებლობები. ეს საერთოდ არ არის მსოფლიოს მეორე არმია, არც მეორე და არც მეოთხე... ამიტომ, გარდამტეხი მომენტი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, ოკუპანტებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ მათი არმია არც თუ ისე ძლიერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები არც თუ ისე საიმედოა და არმიას არ შეუძლია დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის დაცვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი