
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა დაამატა თავის მიღწევებს - მან პირველად ნახშიროჟანგის (CO2) ნიშნები აღმოაჩინა პლანეტის ატმოსფეროში, მზის სისტემის გარეთ.
ეგზოპლანეტაზე, როგორც ცნობილია, სიცოცხლის განვითარება შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ეს აღმოჩენა მკვლევრებს აძლევს იმედს, რომ მსგავსი დაკვირვებები შეიძლება განხორციელდეს სიცოცხლისთვის უფრო სტუმართმოყვარე კლდოვან ობიექტებზე.
"ჩემი პირველი აზრი: ვაა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს შანსი, აღმოვაჩინოთ ხმელეთის ზომის პლანეტების ატმოსფერო", - დაწერა ნატალი ბატალჰამ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა სანტა კრუზში და ერთ-ერთმა, ვინც მუშაობდა Webb-ის პროექტზე.
კვლევა ეგზოპლანეტა WASP-39-ზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო 700 სინათლის წლის მანძილზე, მალე გამოქვეყნდება ჟურნალში Nature.