სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ქვეყანაში აღარ იარსებებს - სამოქალაქო სექტორი

გამოქვეყნდა:

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ახალ კანონპროექტში ყველაზე საგანგაშო ჩანაწერად არასამთავრობო სექტორი იმ ნაწილს მიიჩნევს, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დროებითი მმართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დაცდის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.

მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ქვეყანაში აღარ არსებობს. 

ეს მიმართულია მედია საშუალებების კონტროლისაკენ, რომ კომუნიკაციების კომისიას ჰქონდეს ძალიან ფართო უფლებამოსილება, რომ მედია საშუალებებში დანიშნოს მმართველი, რომლის უფლებამოსილებაც, პრაქტიკულად არის შეუზღუდავი, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე.

მისი თქმით, მსგავსი კანონპროექტის დამკიცებას განსაკუთრებულად მძიმე შედეგი მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდში. 

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტით ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც მარეგულირებელი კომისიის კონტროლს ქვეშ ექცევა, სასამართლოში სარჩელის შეტანა პრაქტიკულად აზრს კარგავს. 

კანონპროექტი უკვე რეგისტრირებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი განხილვები უახლოეს დღეებში დაიწყება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი