
ბრიუსელში ერთ-ერთ ქუჩაზე კაფეში ავტომობილი შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი სწრაფად მოძრაობდა, ის ჯერ ერთ ქუჩაზე არსებული ტერასის კედელს შეეჯახა, შემდეგ კი მეორე ქუჩის კაფეში შევარდა.
მედიასაშუალება წერს, რომ მძღოლი ადგილიდან მიიმალა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.