რუსული "გაზპრომი" წვავს ბუნებრივ აირს, რომელსაც სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის

გამოქვეყნდა:

რუსული "გაზპრომი“ ბუნებრივ აირს, რომელსაც ეკონომიკური სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის, წვავს.

მედიის ცნობით, გაზი ლენინგრადის ოლქის სადგურ პორტოვაიაში იწვის. Rystad Energy-ს შეფასებით, ყოველდღიურად 4,34 მლნ კუბური მეტრი იწვება, რომლის ფასიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარია.

მეცნიერები ამბობენ, რომ გაზის წვა ღია მეთოდით ხდება, მისი ალი კი, მეზობელი ფინეთიდანაც ჩანს.

ცნობისთვის, ეს სწორედ ის ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირებაც ევროპაში "ჩრდილოეთ ნაკადის" 
მისლადენით უნდა განხორციელებულიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი