
ვიეტნამის სასამართლომ ადგილობრივ ჟურნალისტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews ავრცელებს.
მედია წერს, რომ ვიეტნამის სასამართლო ფამ დოან ტრანგს "სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას" ედავება.
ჰანოის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ მისმა საქმიანობამ "საფრთხე შეუქმნა საზოგადოებას“, "დაარღვია მთავრობის სტაბილურობა“ და მისი სასჯელი გაუმართლებელია.
ცნობისთვის, 2022 წელს ფამ დოან ტრანგს, სახელმწიფო მდივნის ქალთა საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა.