
თურქი მომღერალი გიულსენ კოლაქოღლუ, რელიგიური სკოლების შესახებ ხუმრობის გამო დააპატიმრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 46 წლის მომღერალი "სიძულვილისა და მტრობის წაქეზების“ ბრალდებით საკუთარი სახლიდან აიყვანეს, შემდეგ ციხეში გადაიყვანეს.
მის დაკავებას სოციალურ ქსელში აღშფოთება მოჰყვა. მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მცდელობა იყო, რომ გაეძლიერებინა თავისი რელიგიური და კონსერვატიული მხარის მხარდაჭერა არჩევნების წინ.