საბრალდებო წერილების რაოდენობა იზრდება. "ქართული ოცნება" მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ღია ომს უცხადებს. ივანიშვილის ოთხეულის ბრალდებების ადრესატი ამჯერად დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ერთად შეერთებული შტატებია, რომელიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულეს.
ის რომ განდგომილი დეპუტატები მხოლოდ ოლიგარქის პოზიციის გამხმოვანელები არიან და რეალურად ანტიამერიკული კამპანიის უკან მმართველი გუნდი დგას, დღეს სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა თავად დაადასტურეს.
ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად კარგავ დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერას და ნდობას, გაბრაზებულია პარტნიორებზე და მათ პოზიციასა და განცხადებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს.