საჰაერო თავდასხმა ეთიოპიის საავადმყოფოზე | დაიღუპა 4 პირი, მათ შორის 2 ბავშვი

გამოქვეყნდა:

ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგრაის სეპარატისტულ რეგიონში საავადმყოფოზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია,  - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ მეკელეს მთავარი საავადმყოფო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოს სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებდა, საავადმყოფოზე ავიაიერიშის განხორციელების განკარგულება კი ეთიოპიის ხელისუფლებამ გასცა, რასაც ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს.

ცნობისთვის, ტიგრაის რეგიონში ამბოხებულებსა და ფედერალურ ძალებს შორის დაპირისპირება 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. კონფლიქტს დღემდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი