ცუკერბერგი აღიარებს, რომ FBI-ის მითითებით, Facebook-ზე ბაიდენის შვილის სკანდალზე ინფორმაცია შეზღუდა

გამოქვეყნდა:

მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, FBI-ის მითითებით  ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება Facebook-ზე შეზღუდა. 

​მისი თქმით, მან FBI-სგან გაფრთხილება მიიღო შესაძლო რუსული პროპაგანდის შესახებ.

"ჩვენ ვიფიქრეთ, თუ FBI, რომელიც ლეგიტიმური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში, ჩვენთან მოდის და გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, მაშინ მსურს სერიოზულად მოვეკიდო ამას",- ამბობს ცუკერბერგი.

ცნობისთვის,  2020 წლის ოქტომბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი