რუსეთი უნგრეთში ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული ატომური კომპანია როსატომი უნგრეთში ორ ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. მათი მშენებლობა უახლოეს კვირებში დაიწყება.

შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა, ის არსებული პაქსის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავდა მიზნად.

"დაე, დაიწყოს მშენებლობა! ეს არის დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცავთ უნგრელებს ელექტროენერგიის ფასების თავაწყვეტილი რყევებისგან", - თქვა პიტერ სიიარტომ.

მისი თქმით, ატომური რეაქტორები ექსპლუატაციაში შესასვლელად სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იქნება მზად. 12.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი ძირითადად დაფინანსებულია რუსეთის მიერ.

ცნობისთვის, რუსეთის ბირთვული ინდუსტრია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს არ ექვემდებარება. ამასთან, ნავთობისა და გაზის ექსპორტის იზოლირებისა და სანქციებისკენ მიმართულ ნაბიჯებს უნგრეთი უპირობოდ მხარს არ უჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი