წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია გრძელდება. მერიის მიერ უკვე დაზოგილი 190 ათასი ლარი ბაღის ბავშვების კვების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
საკითხთან დაკავშირებით მერმა, გიორგი ხარჩილავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად, ჯამში ოთხასი ათასი ლარი დაიზოგება. გამოთავისუფლებული თანხებით საბავშვო ბაღები სათამაშოებით, წიგნებით და ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი.
"იმ რეფორმის შედეგად, როცა კანონით გათვალისწინებული სტანდარტებით მოხდება ბაღების მართვა, უნდა აისახოს პირდაპირ სერვისზე, ხარისხზე. ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბავშვი, მისი კეთილდღეობა, განათლება, კვება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლდება 190 ათასი ლარი, რომელიც მიემართება მენიუს გაუმჯობესებაზე და წიგნების შესყიდვაზე, კვების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ინვენტარის საყიდლად და განათლების ხარისხის ასამაღლებლად", - თქვა გიორგი ხარჩილავამ.