უკრაინაში რუსი აგენტი დააკავეს, რომელიც მიკოლაევის სკოლებზე სარაკეტო იერიშებს უწევდა კოორდინაციას

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი აგენტი დააკავა, რომელიც მიკოლაევის სკოლებზე სარაკეტო დარტყმებს უწევდა კოორდინაციას.

უწყების ცნობით, დაკავებულმა მტერს მიაწოდა ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებების ზუსტი კოორდინატები თავდასხმისთვის და ასევე შეაგროვა ინფორმაცია სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალების განლაგების, მოძრაობისა და შეიარაღების შესახებ. 

დარტყმების შედეგად მიკოლაევში სამხედრო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი, ასევე ორი სკოლა განადგურდა. 

"დაკავებული აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიებში ანტისახელმწიფოებრივ ტელეგრამის არხებში. არ მალავდა, თავის პრორუსულ შეხედულებებს და ღიად ავრცელებდა რუსულ ნარატივს", - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში. 

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას მობილური ტელეფონი ამოიღეს, რომლითაც დაკავებული რუს ოკუპანტებს უკავშირდებოდა. 

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი