ტყუილია, რომ ვიდეო კამერების ჩანაწერები წაშლილია - შს მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოსდა წაშლილია ვიდეო კამერების ჩანაწერები. მისი თქმით, ამოღებულია დაახლოებით 600 საათის ხანგრძლივობის კადრები. 

წაშლილი კადრები კი, ბორცვაძის მტკიცებით, ეკუთვნის თბილისის მერიას. ეს ჩანაწერები არ ინახება და იშლება 7 დღის შემდეგ. მისი თქმით, როდესაც საგამოძიებო უწყებამ ეს კადრები გამოითხოვა, ისინი უკვე წაშლილი აღმოჩნდა

მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ ამ კადრების დაკომპენსირება შეიძლება კერძო ობიექტებისა და 112-ის ჩანაწერებით. 

მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა, ეს არის უბრალოდ დადგენა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, რომლებმაც იმოძრავეს თბილისის ტერიტორიაზე და ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში, - აცხადებს იგი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შაქარაშვილის საქმის გამოძიების შუალედური ეტაპის შესახებ ბრიფინგი გამართა. საგამოძიებო უწყებამ დღეს გაასაჯაროვა ფოტოგრაფ იოსებ ბრეგვაძის 112-ში განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერიც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი