
რუს ოკუპანტებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. უკრაინული მედიის ცნობით, სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითთა საბრძოლო მანქანები.
გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები.