
ამერიკის შეერთებული შტატები, არქტიკის რეგიონში, რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე ელჩის დანიშვნას გეგმავს, - წერს BBC.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ს პოლიტიკის გასაუმჯობესებლად ელჩი ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონშიი დაინიშნება.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ნატოს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა, გარდა ამისა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არქტიკაში შეღწევის შესახებ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკის საბჭოს სხვა 7 ქვეყანასთან, ესენია : კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და რუსეთი. გარდა ამისა დაგეგმილი თანამშრომლობა ადგილობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.