რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სამუდამოდ ფუძნდებიან. ქართული ოცნების ხელისუფლება კი მათ ამისთვის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს უქმნის. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანაში მუდმივი და დროებითი ბინადრობის უფლება რუსეთის 2 000-მდე მოქალაქემ მიიღო, რამდენიმე ასეული კი პასუხის მოლოდინშია.
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არ მალავენ რომ სამშობლოდან სანქციებისთვის თავის არიდების სურვილმა წამოიყვანა. ასევე ამბობენ რომ საქართველო მარტივი პროცედურების გამო იზიდავთ. საქართველოში ისინი უპრობლემოდ ირეგისტრირებენ ბიზნესებს და საკუთრებებს, საქართველოს ხელისუფლება კი არ ინტერესდება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამომავლო გეგმებით, მეტიც არც საზღვარზე ამოწმებს, დარღვეული აქვთ თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი.