
რუსეთმა, ჩაძირული კრეისერ "მოსკოვის" მეხუთე მეზღვაურის გარდაცვალება დაადასტურა. მეზღვაურ დიმიტრი ჩერმისკინის გარდაცვალების მოწმობა მისმა ცოლმა, 11 აგვისტოს მიიღო. ამ დრომდე ის დაკარგულთა სიაში იყო.
გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ჩერემისკინი მეთაურობდა გემის ელექტრომექანიკურ საბრძოლო ნაწილს.
ჩერმისკინი მეხუთე მეზღვაურია, რომლის სიკვდილიც რუსეთმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ კრეისერი უკრაინელებმა 13 აპრილს ჩაძირეს.