
უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარი, ოლეგ კოტენკო აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ 24 თებერვლიდან დღემდე, 541 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.
კოტენკო ამბობს, რომ მხოლოდ მარიუპოლიდან 428 ცხედარია გადმოსვენებული, რომელთაგან 300-ზე მეტი აზოვსტალის მცველია.
მისივე თქმით, ცხედრების დაბრუნებაზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით აწარმოა.
"აგრესორთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ ჩვენ უკვე მოვახერხეთ 541 დაღუპული დამცველის დაბრუნება. მარიუპოლიდან გადმოსვენებულია 428 ცხედარი, რომელთაგან 300-ზე მეტი აზოვსტალის დამცველია", - ამბობს კოტენკო
ცნობისთვის, რუსული მხარე ოფიციალურად არ ასახელებს დაბრუნებული ცხედრების ზუსტ რაოდენობას და არც იმას, თუ რამდენი სამხედრო დაკარგა უკრაინასთან ომში.