მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ევგენი სეკრეტარევის მანქანა დაიწვა. მედიის ინფორმაციით, BMW X6 ლენინგრადის გზატკეცილზე, სეკრეტარევის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იყო გაჩერებული, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა.
გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ჯიპს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. თვითმხილველების თქმით, მანქანის სიახლოვეს საეჭვო პირი შენიშნეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დასტურდება თუ არა მომხდარ ხანძართან გოგონას კავშირი.
ევგენი სეკრეტარევი გენერალური შტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს. ის სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი. კერძოდ, მისი განყოფილება უზრუნველყოფს, რომ რუსული არმიის შესახებ "არასწორი ცნობა" არ გამოჩნდეს მასმედიაში.