
ნიდერლანდებში, როტერდამთან ახლოს მდებარე დაბაში წვეულებაზე სატვირთო შევარდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და ღია ცის ქვეშ მოწყობილ წვეულებაზე შევარდა.
ადგილზე სამედიცინო და სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.