სერბეთსა და კოსოვოს შორის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია - ბორელი 

გამოქვეყნდა:

სერბეთი და კოსოვო ახალ სასაზღვრო პოლიტიკაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

შეთანხმება ევროკავშირის შუამავლობით შედგა. სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს ქვეყანაში შესვლისას ან გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ შემოიღოს შესვლა-გასვლის დოკუმენტების მოთხოვნა სერბეთის პირადობის მოწმობის მქონე პირებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას ჩრდილოეთ კოსოვოში გაცემული სერბული მანქანის სანომრე ნიშნების სადავო გამოყენებაზე შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

"შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ ხელშეწყობილი დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა, გააუქმოს შესვლისას/გასვლისას დოკუმენტების მოთხოვნა კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, ხოლო კოსოვო დათანხმდა, რომ არ მოსთხოვოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებს. კოსოვოელ სერბებს, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის პირადობის მოწმობების  გამოყენებით", - წერს ბორელი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი