რუსმა აგრესორებმა ღამით ზაპოროჟიე ისევ დაბომბეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე ღამით ისევ დაბომბეს. ქალაქის საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

"ღამით ზაპოროჟიეს მტერი ისევ დაესხა თავს. დაბომბვა დაფიქსირდა ქალაქის ორ უბანში. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა 5 სახლი", - თქვა კურტევმა.

მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი