
"ევროპული ჯარები გამოცარიელდა" - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს რთული და ჭკვიანური არჩევანის გასაკეთებლად, რათა ბლოკის კოლექტიური უსაფრთხოება გაძლიერდეს. ჯოზეფ ბორელი ვრცელ ბლოგში საუბრობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, უკრაინაში, ავღანეთში, მალიში, სომალისა და ირანში ბოლო წლების განმავლობაში გაჩენილ უსაფრთხოების გამოწვევებზე და მათგან გაკვეთილის მიღების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
"ევროპული ჯარები გამოცარიელდა და შეიძლება აღწერო, როგორც "ბონსაი ჯარები". ისინი რეალურს ჰგვანან, მაგრამ მინიატიურულ ვერსიებამდე შემცირდნენ. მაგალითად, 13 ივლისს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტში გამოსვლისას თავდაცვის მეთაურმა, გენერალმა ბურკარდმა ღიად დასვა კითხვა, საექსპედიციო და ასიმეტრიულ ომებზე ფოკუსირებამ და ბიუჯეტის შემცირებამ კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დააყენა საფრანგეთის ჯარის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი ევროპის მიწაზე", - წერს ბორელი.