"13 კილო აქვს დაკლებული... თუ განკურნება აქ ვერ მოხდება, აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ" | მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ მას 13 კილო აქვს დაკლებული.

როგორც მეუფემ აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვერ მოხერხდება, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ.

"ბოლოს ვინახულე 2 დღის წინ, ვაზიარე ბატონი მიხეილი. დიდი ხანი გასული არაა, რაც ვნახე და იმის მერე კიდე 2 კილო აქვს დაკლებული და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად სავალალოა. ადამიანი როცა წონაში იკლებს თავისთავად ცუდი არაფერია, კარგია, მაგრამ თუ იკლებს ავადმყოფობის გამო, ეს არის ძალიან ცუდი და საგანგაშო. რაც საავადმყოფოშია 13 კილო აქვს დაკლებული და შემაშფოთებელია ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს მისი ფიზიკური განკურნება, თუ მოხერხდება ეს ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო ძალების მობილიზებით, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არ მოხდება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი