
პაკისტანში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. 24 საათში ქვეყანაში 119 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1 033 ადამიანი. 300-ზე მეტი ბავშვია. მაშველები ასობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სტიქიური უბედურებების შედეგად დატბორილია ასობით დასახლება, დანგრეულია სახლები. არსებული მძიმე ვითარების გამო, მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას პაკისტანელი ხალხის დახმარების თხოვნით მიმართავს.