შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაცია ამის შესახებ "მთავარ არხს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვის ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შავნაბადას ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. მთის ფერდობზე, თბილისის მხარეს ცეცხლი ტყის მასივში იყო გავრცელებული. თავდაპირველად ხანძარი შავნაბადას ბაზის მახლობლად გაჩნდა და არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე გავრცელებულიყო, ამიტომ ბორჯომიდან თბილისში სასაზღვრო პოლიციისა და თურქული ვერტმფერენები გადმოიყვანეს.
ამავე თემაზე: