EU მხარს დაუჭერს რუსებისთვის ვიზების გამარტივებულად გაცემის გაუქმებას - FT

გამოქვეყნდა:

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს დაუჭერენ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმებას. საკითხის განსახილველად, ორდღიანი შეხვედრები პრაღაში ხვალ,30 აგვისტოს, დაიწყება. 

რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2007 წელს ამოქმედდა. 

შეთანხმების ნაწილი, რომელიც ევროკავშირში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფლად გადაადგილებას შეეხებოდა, 2022 წლის თებერვლის ბოლოს შეჩერდა. თუმცა ახლა ამ შეთანხმების გაუქმება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა სურთ, დამატებითი თანხის გადახდა და ტურისტული ვიზისთვის დიდხანს ლოდინი მოუწევთ.

ცნობილია, რომ ბალტიისპირა ქვეყნები, ასევე, ფინეთი და პოლონეთი, ქვეყნები რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით ითხოვენ. გასულ კვირას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თუ ევროკავშირი არ აამოქმედებს აკრძალვას მთელი ეკონომიკური ბლოკის მასშტაბით, ამ ქვეყნებმა, შესაძლოა, ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ.

როგორც Financial Times-ს წერს, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია მსგავსი შეზღუდვების დაწესებას ეწინაარმდეგება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი