
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსების სამხედრო ნაწილზე იერიში მიიტანეს და საბრძოლო მასალის საცავები გაანადგურეს - "ორკებისთვის ღამე ადვილი არ იყო და ბევრისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა" - წერს ხერსონის რაიონული საბჭოს დეპუტატი სერხიი ხლანი. ლიკვიდირებული ოკუპანტების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს ღამით მომხდარი აფეთქებები. სავარაუდოდ კადრებზე, სწორედ საბრძოლო მასალის აფეთქებაა გადაღებული.
გუშინ, 28 აგვისტოს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ოკუპანტების ბაზა ნოვა კახოვკაშიც.